21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 15:22:09, 934 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - შეიგნეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან - ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მას ეკითხებიან, თუ რატომ არ ითხოვს მისი დაკავების შესახებ კადრების გასაჯაროებას.

 

„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს „ქოცებმა“. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.

ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ.

შსს- საკუთარ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხება და მოიგონა რაღაც წამალი, რითაც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.
ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“, - წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics