21:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 13:25:00, 628 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ზურაბიშვილი არც ლიდერია, არც ლიდერული თვისებები აქვს

კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ზურაბიშვილი არც ხელისუფლებისთვისაა საინტერესო და არც ოპოზიციისთვის. 

„სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი ან წარმომადგენელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები. როდესაც შენ ქვეყნის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯებს, ხარ აგენტი, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ გაგაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას საერთო პლატფორმის ირგვლივ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ხელით მართული აგენტურა. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელები დაირქვან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთ რამეს ემსახურებიან - გარე ძალებს. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს, როგორც გაერთიანებულებს, ისე დაშლილებს, არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics