|
2025-03-31 09:15:53, 726 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ნაციონალური მოძრაობა“
რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ "ნაციონალური მოძრაობა” - ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის მოუწოდებს ყველას, "ამოიღონ ხმა" და დააფიქსირონ პოზიცია. "რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია! ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს! ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან "მაგრამ"-ებით, "თუ"-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია! მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით - არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ "აქ" . ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა! ეჭვი მაქვს, რასაც თესავთ, აუცილებლად მოიმკით! "ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში", - წერს ხაბეიშვილი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)