18:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 10:36:28, 584 ნახვა

საზოგადოება
17 წლის ქეთევან მჟავანაძემ ერთი დღით შს მინისტრის სავარძელი დაიკავა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარს, 17 წლის ქეთევან მჟავანაძეს შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა გოგონას მისი სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა პირადად დაათვალიერებინა. შს მინისტრმა ქეთევან მჟავანაძე საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც მას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს. სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, გოგონას შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა.

ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ. აღნიშნული პროექტით ბერი ანდრიას ფონდი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებასა და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics