|
2025-03-24 16:58:02, 797 ნახვა
მსოფლიო
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ
საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წყაროების ცნობით, მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება. გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია. შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი. ამასთან, გუშინ ერ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)