07:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 17:08:20, 600 ნახვა

სამართალი
თემურ ქათამაძე - მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი სთხოვოს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს - ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, ემანუელ მაკრონთან უშუამდგომლოს და საფრანგეთის პრეზიდენტს მისთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს.

„მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი, ან მოქალაქეობის მინიჭება. მე ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის სულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო და ვინაიდან მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი”, - წერს ქათამაძე 10 მარტით დათარიღებულ წერილში.

18 მარტს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე - რაც გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics