|
2025-03-21 10:05:19, 469 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს, ეს აქამდეც მომხდარა
უსაფრთხოების გარანტიები თუ არ იქნება, სრულიად ნათელია, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. სტარმერის მოსაზრებით, პუტინი უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, “რომლის უკან არაფერი დგას”. “გასულ შაბათ-კვირას და მანამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები გვქონდა, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა მიეღწიათ პოლიტიკური თანხვედრისა და კოლექტიური შეთანხმებისთვის, რომ ერთად მუშაობა გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების დაცულობა… სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაკეთება, ვინაიდან, ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, რომ შეთანხმებას, რომლის უკანაც არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს. ეს ვიცით, ვინაიდან, ეს აქამდე მომხდარა. სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ ეს კვლავ მოხდება”, - განაცხადა სტარმერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)