|
2025-03-18 11:27:52, 626 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი აშშ-ში ახლო მომავალში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, შესაძლოა, „არც ისე შორეულ მომავალში“ შეერთებულ შტატებს ეწვიოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, - აღნიშნა ტრამპმა. Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც თეთრ სახლში გააკეთეს და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში. ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა. მისი თქმით, პეკინმა არ შეაჩერა აშშ-ის ტერიტორიაზე იმ ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომელსაც უკანონო ფენტანილის დასამზადებლად იყენებდნენ და რაც აშშ-ში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების სიკვდილის მთავარი მიზეზია. ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სერიოზული ზომები მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)