01:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 11:39:26, 485 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი

კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ - კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს - აქედან გამომდინარე, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს

„კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ-კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქ ჩართულია მოსყიდვა, დაშინება, ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სხვა მანიპულაციების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics