01:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 18:46:23, 577 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი - გამიშვეს იმიტომ, რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ

თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს - მარიამ კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოფიციალურ მიზეზად შტატის შემცირება დაუსახელეს.

რეალურ მიზეზად კი მარიამ კანდელაკი "ქართული ოცნების" პოლიტიკისადმი მისსავე კრიტიკულ განწყობას უკავშირებს - "გამიშვეს იმისთვის, რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი"

გამანთავისულფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა, რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში, აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს. გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა. რა თქმა უნდა, არა.

რატო გამიშვეს?! გამიშვეს იმიტომ, რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ. არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი. გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის. გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის. გამიშვეს იმისთვის, რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!!! ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ვერ მაიძულებ გაჩერებას! არ დავიღლები ამ ბრძოლაში. მიყვარხართ ყველა". - წერს მარიამ კანდელაკი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics