13:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 12:24:46, 622 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმას დათანხმდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, - Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს.

"ეს მუდმივი მანიპულირება მძევლებს თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნებს. პირიქით, ეს გამოიწვევს მათ გაგრძელებულ ტანჯვას და საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს", - განაცხადა მარდავიმ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15 თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics