18:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 12:14:05, 533 ნახვა

საზოგადოება
წულუკიანი ევროკავშირის ქვეყნებში არალელგალურად მცხოვერებ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ევროკავშირის ქვეყნებში არალელგალურად მცხოვერებ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს:

„ყველას შეგხვედრიათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში და ყოფილა  ისეთი ტრაგიკული სიტუაციებიც, როდესაც იმის სიშით, რომ თუ დაბრუნდება საქართველოში, უკან ვეღარ შემოვა ევროკავშირის მოცემულ ქვეყანაში საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც კი  არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი ალბათ იქნებოდა ის, რომ მათ იმ ქვეყანაში, სადაც არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები იმისათვის, რომ თავიანთი სიტუაციის რეგულარიზაცია, ან  დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ  რომ როცა დადგება უვიზო მიმოსვლის დღე,  ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში.თუმცა პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყანაში  შესვლა არ ნიშნავს იქ ცხოვრებას. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც ნიშნავს მისვლას და მერე მოსვლას უკან.ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს ახალგაზრდა თაობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ - ქართველებს მოგვეცემა საშუალება,  ევროკავაშირს ბევრი რამ შევძინოთ  და მათგანაც ბევრი რამე ვისწავლოთ“, - განაცხადა წულუკიანმმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics