02:16 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 15:18:20, 767 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნების წევრი - წინააღმდეგი ვიქნებით ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტექნიკა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა - გურიასა და აჭარაში არსებული სტიქიის ფონზე, "ქართული ოცნების" წევრი, ზურაბ ნაკაიძე აცხადებდა, რომ წინააღმდეგია მერიამ თოვლის გამწმენდი სპეცტექნიკა შეიძინოს.

იმ ფონზე, როდესაც დიდთოვლობის გამო არაერთი მოქალაქე სახლ-კარის გარეშე დარჩა, ზურაბ ნაკაიძე ფიქრობს, რომ სპეცტექნიკის ყიდვა "ფულის ფლანგვა და უაზრო დანახარჯია".

„იყო წუხილი, ელემენტარული კომფორტი არ ჰქონდა ხალხს, მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამის გამო ილანძღებოდა ზოგიერთი სოციალურ ქსელში.

მათ მინდა ვუთხრა [ვინც ამბობს], რატომ არ იყიდეს ეს, რატომ არ იყიდეს ის?.. წინააღმდეგი ვიქნები, რომ 4-5 დღის გამო ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტეხნიკა და დავაყენო 4-5 წელი ტყვილა. ეს არის არასწორი, ამას ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ “, - განაცხადა „ოცნების“ საკრებულოს წევრმა ზურაბ ნაკაიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics