|
2025-02-26 13:14:21, 409 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის საგარეო მინისტრი - პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეეცდება, შეასუსტოს აშშ და დაიბრუნოს კონტროლი უკრაინაზე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეეცდება, მიაღწიოს იმას, რასაც ვერ მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ ომში, შეასუსტოს შეერთებული შტატები და დაიბრუნოს კონტროლი უკრაინაზე. ბრაჟე აღნიშნავს, რომ 140-მილიონიანმა რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ხელში ჩაგდებისა და 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის 20%-ზე ნაკლებზე მოიპოვა კონტროლი. მისი თქმით, პუტინმა ვერ შეასუსტა შეერთებული შტატები და ნატო-ს სამხედრო ალიანსი. ბრაჟეს განცხადებით, მსოფლიო ხედავს, რომ პუტინი როდესაც სხვა ქვეყნებში ერევა, მას სურს გააკონტროლოს როგორც ტერიტორია, ასევე მათი მთავრობების პოლიტიკური არჩევანი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სირიაში ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ბაშარ ალ-ასადის ავტორიტარულ რეჟიმს და მიიღო სამხედრო ბაზები ხმელთაშუა ზღვაზე. როგორც ბრაჟემ აღნიშნა, ლატვია და ბალტიისპირეთის მეზობელი ქვეყნები, ესტონეთი და ლიეტუვა მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიისთვის.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)