02:26 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 23:52:39, 585 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - გეგმა ერთია, ახალი არჩევნები

რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. დეტალური გამოსვლისას ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას „ალტერნატივა არ აქვს“, იუწყება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.

„არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა და ალტერნატივა - ახალი არჩევნები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში „ღრმა კრიზისი“ არის, რომელიც უკვე ოთხი თვეა გრძელდება.

„ეს ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, გარდა არჩევნებისა. არჩევნები ნიშნავს, რომ დაუბრუნდე ხალხს და ჰკითხო ხალხს: „რა გინდა? რა არის შენი ნება? ქართველი ხალხის ნებაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ამდენად, ეს არჩევნები დაინიშნება, აქ კითხვები არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics