02:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 20:06:35, 461 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას

„ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.

„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე თითქმის სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არსებობს მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა მიზანმიმართული სანქციებზეც ისაუბრა.

„არის რამდენიმე პირი, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები, და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics