02:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 14:35:04, 370 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა შეუფერხებლად განვითარდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.

„ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას. ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძნობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და, ზოგადად, განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics