|
2025-02-24 08:51:35, 420 ნახვა
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი - სამი წელია უკრაინელები კოშმარში იღვიძებენ
თქვენ რომ გეთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს კვლავ დავინახავდით ევროპულ ქალაქებში რუსულ ტანკებს, ვერასდროს დავიჯერებდი. თუმცა ეს არის ზუსტად ის, რაც ვნახეთ სამი წლის წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გამოცემა The Sun-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. მისი თქმით, უკრაინაში არის „სცენები, რომლებიც თითქოს პირდაპირ გადმოხტა ისტორიის წიგნებიდან და სურათები, რომლებსაც, გვეგონა, ევროპაში აღარასოდეს ვნახავდით“. „უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას უნდა გრძნობდნენ რიგითი უკრაინელები. შესაძლოა კიევში კაფეში ზიხარ და საუზმობ, ბავშვი ხარკოვში სკოლაში მიგყავს, სამსახურში მიდიხარ. თებერვლის ჩვეულებრივი, ცივი დილაა და მოულოდნელად : რაკეტები. სირენები. აფეთქებები, შორს კი არა, ტელევიზორში კი არა - თქვენსავე ქალაქში. მეგობრების დახოცვა, დამპყრობელი ჯარი, თქვენს ქვეყანაში. ეს არის კოშმარი, რომელშიც უკრაინელები ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველდღე იღვიძებენ. კოშმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიწვია - ვლადიმერ პუტინმა“, - წერს სტარმერი. ის საუბრობს განადგურებულ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის ბუჩაზე. „ყველაფერი, რაც მინახავს, მხოლოდ მაიძულებს უფრო მტკიცედ ვიყო უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის მისი მომავლისთვის. ვიცი, რომ ბრიტანელებიც იმავეს გრძნობენ“, - წერს სტარმერი. მისი თქმით, ბრიტანეთში არავის სურს სისხლისღვრა გაგრძელდეს, მაგრამ კარგი მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი. „სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ხელს არ შეუშლის პუტინს თავდასხმის კვლავ განხორციელებაში, კატასტროფა იქნება ყველასთვის“, - წერს სტარმერი. მისი თქმით, უკრაინამ მისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და რომ ქვეყანას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება. „უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმა მისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში. მას სჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა მშვიდობა გაგრძელდეს. მიმაჩნია, რომ ამერიკა ამ გარანტიის ნაწილი უნდა იყოს. ეს მათ ინტერესებშია“- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი. ამასთან, მისი თქმით, მზადაა, ბრიტანელი ჯარები ჩაერთონ უკრაინაში ნებისმიერ ევროპულ ძალებში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ. „ეს არ არის ის, რასაც მსუბუქად ვამბობ. ბრიტანელი ჯარისკაცების სახიფათო ადგილებში განლაგებაზე პასუხისმგებლობა უმძიმესი ამოცანაა, რომელიც ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს ეკისრება“, - წერს სტარმერი.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)