02:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:34:50, 395 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაზე დღის წესრიგში დადგება ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს და ხვალ ვენაში ჩატარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სხდომა წლიური სესიისთვის, რომელიც ტარდება ივნისში. ასამბლეაზე შედგება საგანგებო დებატები საქართველოზე გამომდინარე იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დღის წესრიგში დადგება სწორედ ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს, ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში ასევე მონაწილეობს ამერიკული დელეგაცია, რომელთანაც ასევე იგეგმება ჩვენი მხრიდან ორმხრივი შეხვედრები, რათა განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics