|
2025-02-19 11:46:04, 574 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი ნახატები და ქანდაკებები იყო - საქსტატი
2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტმა 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. იმპორტის ასეთი მატება განაპირობა საქართველოში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა, კერძოდ იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები, რაც წლიურად 2 მილიონი პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ქანდაკებების იმპორტის მოცულობამ 33 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 75 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. ჯამში ქანდაკებები და ნახატები 516 მილიონ დოლარს შეადგენდა 1.6 მილიარდიანი იმპორტიდან. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საქონელს, ავტომობილების იმპორტი 151 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 23%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 107 მილიონით, რომელიც წლიურად 33%-ით არის გაზრდილი, ხოლო მეოთხე პოზიციას ბუნებრივი აირი იკავებს 74 მილიონი დოლარით. საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)