|
2025-02-18 16:46:48, 494 ნახვა
მსოფლიო
იური უშაკოვი - ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკება ცუდად არ წარმართულა
საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები დასრულდა – ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა. იური უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები ცუდად არ წარმართულა. როგორც მან აღნიშნა, იყო სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე – რუსეთი და აშშ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევაზე შეთანხმდნენ, რაშიც ორივე მხარეა დაინტერესებული. როგორც იური უშაკოვმა განაცხადა, ჯერ რთულია იმის თქმა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები ახლოვდება, თუმცა ერ-რიადში იყო ამაზე საუბარი. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ. ამასთან, მან თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მომავალ კვირას შედგეს. იური უშაკოვის განცხადებით, კონკრეტულ თარიღებზე საუბარი რთულია, საჭიროა მჭიდრო მუშაობა. თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი გააგრძელებენ მუშაობას, რათა პრეზიდენტების შეხვედრისთვის პირობები შექმნან. იური უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ცალკე ჯგუფები უკრაინის საკითხზე კონტაქტებს თავის დროზე დაიწყებენ. მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შევა მომლაპარაკებელთა ჯგუფში რუსეთიდან პრეზიდენტი პუტინი მიიღებს. ამასთან, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში აშშ-საც ჯერ არ დაუნიშნავს. ერ-რიადში დღეს გამართული მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის მაღალი დონის პირველი შეხვედრა იყო. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი წარმოადგენდნენ. აშშ-ის დელეგაციაში წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტოფი.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)