|
2025-02-18 14:09:36, 371 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროკავშირის ელჩზე - იმის ნაცვლად, რომ პატიმარს მოუწოდებდეს, შეწყიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი წაახალისოს
„იმის ნაცვლად, ადამიანი გამოდიოდეს და მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებდეს, შეწყიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი წაახალისოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიცრუესა და ბოროტებაზეა დაფუძნებული.
რაც შეეხება ჰერჩინსკის მიერ საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არაერთი ოპოზიციური ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო არსებობს, რაც გაუარესებულ მედიაგარემოზე არ მეტყველებს.
მისივე განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში გადადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)