15:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 14:47:50, 334 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე 14 თებერვალს საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა Reuters ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"დღეს, დილით, წირვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მიიყვანეს პოლიკლინიკო აგოსტინო გემელიში რამდენიმე აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოს გარემოში ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად, რომელიც მას კვლავ აქვს". - გამოცემის ცნობით, აღნიშნულია ვატიკანის განცხადებაში. 

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც რომის პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.  

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics