16:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 14:51:35, 396 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინმა და ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სახელმწიფოების მეთაურები გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ისინი კონტაქტს გააგრძელებენ, აქცენტს შეხვედრაზე გააკეთებენ და ასევე, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით მუშაობის დასაწყებად შესაბამის თანაშემწეებს ინსტრუქციებს დაუყოვნებლივ მისცემენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალები მისი ორგანიზების შემდეგ გახდება ცნობილი.

„დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია. მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად დაიწყება“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და მთელი რიგი სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეები კონტაქტების გაგრძელებისა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics