|
2016-03-08 15:20:25, 688 ნახვა
სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტურმენტით მუშაობდა იმ უსასტიკესი თავდასხმის განმავლობაში
"თავისუფალი დემორკატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავდასხმის ყველა დეტალი ახსოვს და ამიტომ, რაც მალე ითანამშრომლებს დაკავებული ლევან მექვაბიშვილი გამოძიებასთან, მისთვის უკეთესია. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს საავადმყოფოს დატოვების შემდეგ განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, მის თავდასხმაში ბრალდებულ მექვაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი ამბობს, რომ სანამ შემკვეთი და მეორე შემსრულებელი არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება: "მისდა საუბედუროდ, მისი თანამზრახველის საუბედუროდ, ღვთის ნებით, გონება არ დამიკარგავს, მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტურმენტით მუშაობდა იმ მოკლე პერიდოში, უსასტიკესი თავდასხმის განამვლობაში, შესაბამაისად, რაც მალე ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მით უკეთესი მისთვის. შეუმსუქუდება ის ბრალი, რომელიც აუცილებლად ექნება მას. მეორე პიროვნებასთან დაკავშირებით უფრო გართულდება. ამას სახეზე ნიღაბი არ ჰქონდა, მეორე პიროვნება მუშაობდა ნიღაბით და სხვა სამუშაოებია ჩასატარებელი, რაშიც გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)