|
2025-02-10 17:13:25, 403 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი იმართება - ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორი საქართველოს ბანკია. „ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისში აშენდა ყინულის არენა, რომელიც 700-მდე მაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა და თხილამურებით რბოლა ბაკურიანში გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონის ტრასა. მასპინძელი ქვეყნის დროშა საქართველოს, იტალიაში გამართულ ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში მოეწერა ხელი. საქართველოს ბანკი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)