|
2025-02-08 13:34:14, 514 ნახვა
საზოგადოება
20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესის მქონე ჯგუფი ქვეყნის დასაბრუნებლად გეგმას ადგენს
სრული ერთობა ქვეყნის დასაბრუნებლად - თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა მიმდინარეობს. 73-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ხალხი გეგმას ადგენს თუ როგორ უნდა დაიბრუნონ სამშობლო. შეიქმნა 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესის მქონე ჯგუფი: თეატრალები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, ემიგრანტები და ადვოკატები — დღეიდან სწორედ ეს ადამიანები დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს უსამართლობის შესახებ, რომელსაც რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. ,,საზოგადოებრივი ანსამბლია იქნება ფართო წარმომადგენლობითი სტრუქტურა და მისი მიზანი არის, რომ საზოგადოების წევრები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები წარმომადგენლების საშუალებით ჩაერთონ, ჩაებან დიალოგში და ვილაპარაკოთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე. მიმოვიხილოთ ისინი, დავამუშაოთ ისინი და საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთა, საზოგადოებრივი დღის წესრიგი, რომელიც თავის მხრივ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ნდობის მანდატი იქნება ეს ინტერესთა ჯგუფები '', - ამბობს პაატა ციკოლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)