|
2025-02-07 14:56:56, 392 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ მედიებზე სანქციების დაწესებას აპირებს
უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, იგი აპირებს, რომ სანქციები შემოიღოს ქვეყანაში იმ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ, რაც მნიშვნელოვანი ესკალაციაა მის გრძელვადიან კამპანიაში, რომ არჩევნებამდე ქვეყანაში კრიტიკული ხმები ჩაახშოს. ორბანმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვის გეგმა. Bloomberg-ის ცნობით, USAID-მა 2022 წელს უნგრეთში პროგრამა წამოიწყო, რომელიც ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამა უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაც მოიცავდა. "ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი გავყაროთ და წერტილი დავუსვათ ამას". - თქვა ორბანმა იმ ჯგუფებზე საუბრისას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ: "როდის, თუ არა ახლა, როდესაც ამის გაკეთება ამერიკელებმაც დაიწყეს". - დაამატა მან. ძალაუფლების გამყარებისკენ გადადგმულ ორბანის ნაბიჯებს დიდი კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირში, რომელმაც უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევროს გადარიცხვა შეაჩერა. ორბანის ქმედებებს უარყოფითად შეხვდა ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელმაც რუსეთთან და ჩინეთთან ახლო კავშირების გამო უნგრეთთან ორმხრივი საგადასახადო შეთანხმება გააუქმა და უნგრელებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ორბანის თქმით, ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების ფონზე, იგი იერიშზე გადადის. მან თქვა, რომ უნგრეთის მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებენ. მსგავსი ორგანიზაციები, ორბანის თქმით, "პოლიტიკური გავლენის მოსახდენ" ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. ცნობისთვის, გამოკითხვების მიხედვით, ორბანის მმართველი პარტია Fidesz-ს შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს არჩევნებამდე, რომელიც დაახლოებით ერთ წელში გაიმართება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)