16:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 11:05:00, 459 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს.

„ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, - წერს ბონდი დირექტივაში და დასძენს, რომ რესურსები, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებასა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზეა მიმართული, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული პროგრამა მიმართული იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მდიდარ თანამოაზრეებზე ფინანსური ზეწოლის განხორციელებასა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დარღვევების ხელშემწყობი პირების დასჯისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics