21:27 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:03:02, 457 ნახვა

საზოგადოება
საგანგაშო მდგომარეობაა, სულ შეიძლება, გართულება იყოს – ჩხაიძე ამაღლობელზე

ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება, მის შიმშილობას გართულებები ნებისმიერ დროს მოჰყვეს.

"დღეს მოვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება მიცემული აქვს, რაც სრულდება, თანხმობას აცხადებს [...]

კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს". - თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა,  შიმშილობს. ის საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics