02:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 19:36:20, 731 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან - ვერაგი რეალობაც კი სიყვარულად შეიძლება გადათარგმნდეს

მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ გლდანის ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც მისმა კოლეგამ, გივიკო ბარათაშვილმა, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეკრებილ მოქალაქეებს წაუკითხა.  

დწერილში ჭიჭინაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც პატიმრების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ სოლიდარობა ქრისტიანული და ევროპული ღირებულებაა, რომელიც ძალასა და ენერგიას აძლევს საზოგადოებას.

 

ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ხმის ამოღებას „პერიოდი“ არ სჭირდება და მადლობას უხდის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს მათი ერთიანობისა და შეუპოვრობისთვის.

 

„ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის. გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში - როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით“, - წერს ანდრო ჭიჭინაძე.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics