|
2016-03-04 15:48:55, 1181 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: სასიხარულოა, რომ "სოკარს" დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების შესაძლებლობა გაუჩნდა
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. "მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არებობდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა", - აღიშნა პრემიერმა შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)