|
2016-03-04 13:29:55, 750 ნახვა
სამართალი
ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადასტურებს, რომ მას მოსამართლეებთან ინციდენტი მართლაც ჰქონდა, თუმცა ნინო გვენეტაძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტი ამოწურულია და ახლა ამაზე საუბარი „დაბალზნეობრივ გამოხატულებად“ მიმაჩნია. „ვადასტურებ, რომ ეს ინციდენტი არსებობდა, მაგრამ ახლა დაბალზნეობრივ გამოხატულებად მიმაჩნია ამ საკითხზე საუბარი. მოსამართლეებთან ეს ურთიერთობა გავარკვიე და ინციდენტი ამოწურულია“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეები არაეთიკურად მოიხსენია და მათ ცუციკები უწოდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)