18:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 16:50:16, 376 ნახვა

მსოფლიო
კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა, - ინფორმაციას The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ, რომელსაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

„მომდევნო 24 საათი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად,“ - განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან მოდის, „ძალიან პერსპექტიულია“.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics