17:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 14:32:25, 336 ნახვა

მსოფლიო
ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბლოკირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას ქვეყნის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ბლოკავს.

გამოცემა Tagesspiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პისტორიუსმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს.

„არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი მოვამზადეთ. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა. ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას“, — განაცხადა პისტორიუსმა.

შეგახსენებთ,რომ  ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,  თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებამდე უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა მათ ინიციატივას წინააღმდეგობას კანცლერის კანცელარია უწევს.

პისტორიუსის თქმით, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკურ განხილვებს საჭიროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics