|
2016-03-04 11:06:27, 734 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განჩინება არ დააკმაყოფილა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა, განჩინება, სადაც მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ითხოვდა, რომ თავი შეეკავებინა საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისგან, სასამართლომ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა: „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31.1 და 31.2 მუხლების შესაბამისად მიღებული იქნეს დროებითი განჩინება და დაევალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ ქმედების განხორცილებისაგან, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. ,,კომბინირებულ“ სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა - რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე - შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს სწორედ შეცილებითი სარჩელის აღძვრა წარმოადგენს, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალება იქნება. დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სარჩელის სახე. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან მოსარჩელე აპირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შეცილების სარჩელის აღძვრას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა, რის გამოც მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა“, - ნათქვამია განჩინებაში. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ოფიციალურ მიზეზად მენეჯმენტში არსებული პრობლემები დასახელდა. სხდომას თავად მამუკა ახვლედიანი არ ესწრებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ებანოიძე დაინიშნა, თუმცა რამდენიმე დღის წინ საბჭოს სხდომაზე ყველასგან მოულოდნელად საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გიორგი მიქაუტაძე წარადგინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის კანდიდატურას კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრის.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)