01:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 15:57:36, 702 ნახვა

ეკონომიკა
ცესკოს ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ.

ბოლო, 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12  410 ლარია. მოადგილის - 11 534 ლარი, მდივნის - 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი.

2024 წლის 17 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თითოეულის თანამდებობრივი სარგო. ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 11 305 ლარი გახდა. მოადგილის 10 507, მდივნის 10 374, კომისიის 10 წევრის კი 9 044 - 9 044 ლარი. მთლიანობაში 122 626 ლარი.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული.

მაშინ ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივნის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი იყო.

ამჟამად ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში ყოველთვიურად 134 612 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics