|
2016-03-03 10:33:46, 668 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. „ბიოს“ 167 აბი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. „ბიოს“ 167 აბი ამოიღო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ლაურა ჯ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ ხ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ლაურა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი 124 აბი „სუბოქსინი“, 28 აბი „მეტადონი“, 8 აბი და აბის ნატეხი ე.წ. „ექსტაზი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5414 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე, ამოღებულია 7 აბი ე.წ. „ბიო“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ტრიპტამინის ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს და საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ლაურა ჯ.-ს და ვახტანგ ხ.-ს სხვადასხვა სახის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე- 6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით).
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)