07:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 12:19:38, 439 ნახვა

საზოგადოება
ლევან იოსელიანი - ნახიდურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს თანაუგრძნობს.

როგორც სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განმარტავს, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე ნათლად მიუთითებს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.

მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა.

სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს შემთხვევის მონიტორინგს“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics