13:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 16:50:31, 825 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

უკრაინამ, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

შმიგალი ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ქვეყნებს მადლობას უხდის.

„უკრაინამ ევროკავშირისგან 150 მილიონი ევრო მიიღო. თანხები მოხმარდება ბავშვების სასკოლო კვებას, სოფლის მეურნეობის უწყვეტი წარმოების მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. ეს არის მეორე ტრანში უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ფარგლებში სწრაფი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს 300 მილიონი ევროს გამოყოფას. მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ინსტიტუტების, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის უკრაინის აღსადგენად, ეკონომიკური დახმარებისა და უკრაინელებისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფისთვის“,- წერს შმიგალი.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics