19:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 10:59:51, 505 ნახვა

მსოფლიო
მაიოტაში ციკლონს ასობით ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიას, ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგ მაიოტას ძლიერი ციკლონი „ჩიდო“ თავს დაატყდა, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი და შესაძლოა, ათასობითაც კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ყველა მსხვერპლის აღრიცხვა რთულია და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

ციკლონმა „ჩიდომ“ მაიოტას ღამით დაარტყა. „მეტეო-ფრანსის“ მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. დაზიანდა საცხოვრებელი, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. სინოპტიკოსების შეფასებით, კუნძულებს ასეთი ძლიერი ქარიშხალი 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დასტყდომია თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics