|
2016-03-01 18:21:13, 514 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძის თავჯდომარეობით, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, თავჯდომარის რანგში, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა, თავჯდომარის მოწოდებით, ორჰუსის კონვენციის სამდივნოს დაფინანსების საკითხი განიხილეს, რასაც ორჰუსის კონვენციის მიზნების მიღწევისათვის ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების თანამედროვე და ელექტრონული საშუალებების გამოყენებას. აქვე აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანი მიწოდების გარეშე ვერ მოხდება საზოგადოების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ასევე, აღინიშნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება საზოგადოების ამ კუთხით გააქტიურების მიზნით. შეხვედრაზე შემუშავებულ და განსაზღვრულ იქნა იმ დოკუმენტების ტექსტები და ის საკითხები, რომელთა განხილვაც მოხდება მხარეთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, თავის მხრივ, უნდა მომზადდეს მხარეთა მე-6 შეხვედრის დღისწერიგი და ამ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს ორჰუსის კონვენციაზე, როგორც თანამედროვე გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინტრუმენტზე, რომლის საფუძველზეც ნაკისრი ვალდებულებების მხარეთა მიერ სრულ შესრულებას უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების რეალიზების კუთხით. ასევე, აღინიშნა ორჰუსის კონვენციის განსაკუთრებული როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)