|
2024-11-17 23:43:14, 682 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters: კიევი ამზადებს რუსეთზე პირველ დარტყმებს უკვე უახლოეს დღეებში
უკრაინა აპირებს პირველი დარტყმების განხორციელებას ამერიკული შორი მოქმედების იარაღით "უახლოეს დღეებში", წერს Reuters, სიტუაციის მცოდნე სამ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით. მომავალი ოპერაციების დეტალები არ არის მოწოდებული ოპერატიული უსაფრთხოების საკითხების გამო. ვაშინგტონმა შეამსუბუქა კიევის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვები ხარკოვზე რუსეთის შეტევის დაწყების შემდეგ. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ნება დართო უკრაინას, განეხორციელებინა დარტყმები HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან რუსეთის ძალების წინააღმდეგ საზღვართან ახლოს. ATACMS რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების დარტყმა 300 კილომეტრამდე მანძილზე. აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინას ვაშინგტონიდან მიღებული შორი მოქმედების იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის აკრძალვა. - ამის შესახებ, ამერიკული მედია იტყობინება. The New York Times-ის (NYT) თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)