20:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 12:20:51, 386 ნახვა

მსოფლიო
ისრაელ კაცი - ლიბანში ომის მიზნების მიღწევამდე არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება

ომის მიზნების მიღწევამდე ლიბანში არანაირი ცეცხლის შეწყვეტა და პაუზა არ იქნება,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ისრაელ კაცი წერს, ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები “ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ გავაგრძელებთ “ჰეზბოლაზე“ სრული ძალით დარტყმას, ვიდრე ომის მიზნები არ იქნება მიღწეული. ისრაელი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც არ უზრუნველყოფს მის უფლებას, დამოუკიდებლად აღკვეთოს ტერორიზმი, უზრუნველყოს ომის მიზნების მიღწევა ლიბანში, მათ შორის “ჰეზბოლას“ განიარაღება და ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა. ისრაელის მხრიდან შეტევითი მოქმედებები “ჰეზბოლას“ შესაძლებლობების შესასუსტებლად და გამარჯვების მისაღწევად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“,- წერს ისრაელ კაცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics