19:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 09:23:16, 487 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული.

„სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა.

მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს  სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“, - აცხადებენ უშიშროების საბჭოს აპარატში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics