17:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:52:00, 589 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის  ღია კარის დღე გაიმართა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გამოაცხადა.

მათივე ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებისთვის.

ღია კარის დღეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკურსის ირგვლივ არსებული შეკითხვები და მოსაზრებები გამოთქვეს. საუბარი შედგა, საგრანტო კონკურსის პირობებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროცედურებზე. სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics