|
2016-02-26 17:37:30, 426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ანა დოლიძის დისკრედიტაციას „ნაციონალური მოძრაობა“ შავი პიარით ცდილობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურის დისკრედიტაციას შავი პიარით ცდილობს. აბაშიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულ ფორმაში. კვლავ აგრძელებს შავი პიარის კეთებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პარტია ვერ ფორმირდა ევროპული სტილის პარტიად, როდესაც გარკვეულ საკითხებს უნდა შეხედო არა ვიწრო პარტიული ინტერესიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს თითიდან გამოწოვილი შავი პიარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ანა დოლიძის მიმართ პროფესიულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში, პრინციპულობასთან და განათლებასთან მიმართებაში, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ქალბატონი ანას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა რეალურად არის ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)