|
2024-10-23 17:57:40, 403 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ოქტომბერს ბრალდებულები ქ. თბილისში, სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქუჩაში მიმავალ დაზარალებულს მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული ბრალდებულების მოძრავი ავტომანქანისკენ გაემართა, რა დროსაც მძღოლმა მოძრაობის სიჩქარე შეამცირა და სროლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, ავტომობილში მის უკან მჯდომმა მეორე ბრალდებულმა კი დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რითაც ადგილზე მოსიარულე ქვეითების სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც შეუქმნა საფრთხე. სროლის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ" და „ი" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)