19:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 10:32:20, 444 ნახვა

პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში

"ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ იქნება ჩემი თანამოაზრე",-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

ჩაფიძე "ქართულ ოცნებას" იმ პირობებს უყენებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გუნდში დარჩება. ჩაფიძე ერთის მხრივ იმ შეღავათების შენარჩუნებას ითხოვს, რომლებიც  მეშახტეებს ჰქონდათ,  ხოლო მეორეს მხრივ- მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანას.

"რა თქმა უნდა მაქვს საკუთარი პირობები. ჩემთვის მთავარია შედეგის მიღწევა. ერთის მხრივ იმ შეღავათების შენარჩუნება, რომლებიც ჰქონდათ მეშახტეებს, ხოლო მეორეს მხრივ მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანა. ჩემი თანაგუნდელი იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დამიჭერს ამ გადაწყვეტილების მიღებაში და შევეწინააღმდეგები ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ დამიჭერს მხარს. ბატონი ნოდარ ხადური, ბატონი გიორგი ვოლსკი ამ პრობლემასთან დაკავშირებით არიან საქმის კურსში 14 დეკემბრიდან, ვსაუბრობ, ვწერ, არაა სასიამოვნო, როცა გგონია, რომ  შენი შიდა კომუნიკაცია არ ესმით,  ამიტომ გახდა საჭირო გარე კომუნიკაცია",-განაცხადა ელისო ჩაფიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics