16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 14:29:52, 414 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - ყველამ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს, ჩვენ ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით

ყველამ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს, ჩვენ ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთაში განაცხადა. 

მეუფე ნიკოლოზმა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ვის აირჩევს ადამიანი, აქ რამე მითითების მიცემა არ შეიძლება".

"ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რამე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები და აი, პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics